12 წლის გოგონას სიკვდილის შემდეგ გასაგზავნი წერილი
12 წლის გოგონამ ტაილორ სმიტმა მომავლის გეგმებზე წერილი დაწერა. იგი ოცნებობდა კოლეჯში სწავლაზე, მოგზაურობასა და ღმერთზე, რომ იგი ყოფილიყო მის ცხოვრებაში. გოგონამ წერილი 2013 წლის აპრილში დაწერა და შეინახა წარწერით: “გახსნის ტაილორ სმიტი 2023 წლის 12 აპრილს”, თუმცა წერილი ყუთში მთელი ცხოვრება დარჩა, რადგან გოგონა, დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პნევმონიის უეცარი გართულებით გარდაიცვალა. წერილი გოგონას მშობლებმა იპოვეს და გამოაქვეყნეს. გოგონამ საკუთარ თავს, როგორც 22 წლის მეგობარს, ისე მისწერა, მიულოცა სკოლის დამთავრება და წარმატება უსურვა სწავლის გაგრძელებაში. მშობლებმა წერილის გამოქვეყნებით ყველას დაანახვეს, როგორი საყვარელი და კეთილი ქალიშვილი ჰყავდათ:
“მე ვიცი, მას უკან ვერ დავიბრუნებ, მაგრამ მიხარია, რომ ხალხი აღფრთოვანდა მისი ისტორიით”, – განაცხადა ტაილორის დედამ.