ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეული მონაწილეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა ჯარისკაცებმა თვითმკვლელის აფეთქების შემდეგ, შიდა პატრულის ჯგუფების მოქმედებები, დაშავებულის ევაკუაციის პროცედურები და პოზიციების გაძლიერების სხვადასხვა მეთოდები დახვეწეს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. ტაქტიკური სწავლებები სამხედრო ბაზის უსაფრთხოების სხვადასხვა სექტორში განხორციელდა. 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სწავლება საცეცხლე მომზადებაშიც ჩაუტარდა. ქართული ქვედანაყოფისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურობის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

997084_984189098280499_6707315281552118413_n

11009099_984189211613821_5491810091249238204_n

11031907_984189234947152_7579307976443236367_n

11061207_984189151613827_2328283969344855510_n

11164825_984189044947171_7787314686593105917_n

11225086_984189051613837_3322285904307412034_n

11258472_984189048280504_2399749472426271163_n

11258472_984189161613826_1412970211853901721_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები