საქართველოს პრეზიდენტი ელმარ ბროკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი.
„საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს სამიტის საერთო წარმატებაში, კონკრეტული შედეგების დემონსტრირების მეშვეობით“, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
გიორგი მარგველაშვილმა ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში პერსონალური წვილილისათვის და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება პირადად უმასპინძლოს საქართველოში. სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, საქართველო აფასებს ევროპის პარლამენტის მხრიდან ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისა და საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები