საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ლიდერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ლიდერთან ჯანი პიტელასთან გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობაში დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები