იენს სტოლტენბერგი: თქვენ ჩვენს ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ

საქართველოს სამხედროები ნატოს გვერდით წლების განმალობაში იბრძვიან, ჩვენ ამისთვის მადლობლები ვართ – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში , საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია.
“თქვენ ჩვენს ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. დღეს საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ფარგლებში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია. საქართველოს სამხედროები ნატოს გვერდით წლების განმალობაში იბრძვიან. ჩვენ ამისთვის მადლობელი ვართ”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს თავდაცვის სფეროში. “ჩვენ მივესალმებით იმ ამბიციურ გეგმებს, რომლებიც ამ წლისთვის გამოაცხადეთ. ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებაში, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერებას და კანონის უზენაესობას ეხება”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები