დავით უსუფაშვილი: ასოცირების შეთანხმების და რუსეთის მზარდი აგრესიის შემდეგ, საქართველომ სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა

„საქართველო ერთადერთი თავისუფალი ზონაა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და შენარჩუნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოსადმი მზარდი ინტერესი აქვთ აზიის ქვეყნებს.
“ასოცირების შეთანხმების და რუსეთის მზარდი აგრესიის შემდეგ, სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა საქართველომ, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელმა პრაქტიკულად ერთადერთმა თავისუფალმა ზონამ, თავისუფალმა რუსული იარაღისგან და კიდევ სხვა იარაღისგან სამხრეთში. ერთადერთი თავისუფალი ზონა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და შენარჩუნება და რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა არ გააჩნია. ველი, რომ ეს ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი და თემაა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ ფორუმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები