რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი და პედაგოგები დაკითხვაზე იმყოფებიან

რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “სიხარული 2-ის” ქორეოგრაფი გოგი მარღანია, ანსამბლის პედაგოგები და მშობლები დაკითხვაზე იმყოფებიან.
აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო “არმაზში” მოხდა.
უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ბავშვების შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები