თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

თბილისის ზღვის სასაფლაოზე ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების მიზეზები.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 26 წლის ახალგაზრდას ცხედარი დღეს დილით ნახეს.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ გვიან ღამით, სავარაუდოდ სვამდა თემქის სასაფლაოს ტერიტორიაზე ამის შემდეგ ის ერთ-ერთ საფლავზე დაეცა და მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108 – ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები