ვაკის პარკში დაკავებული შვიდი პირიდან ხუთს 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში დაკავებული შვიდი პირიდან ხუთს 100-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, დანარჩენ ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ამ დროისათვის ყველა დაკავებული თავისუფალია.
ვაკის პარკში დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამარათლადარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
დაკავებულებს შორის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია, რომელსაც სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.