საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში დაკავებულების საქმეს განიხილავენ
ვაკის პარკში ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულთა ნაწილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს. მათ ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იცავს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ნაწილს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა, ნაწილს კი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. ადვოკატის თქმით, მოწმეებით დასტურდება, რომ არც ერთ მის დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია სამი ადამიანი. მათგან ორი პირი არჩილ ჭყოიძის მიმართ ჩადენილი ქმედების გამო დააკავეს, ხოლო ერთი მათგანი სამხედრო ექსპერტის ტრისტან წითელაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების გამო.
გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.