ხიდაშელი – აგულაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ ხმა ბეჟაშვილმა მისცა

თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილისთვის პარლამენტარის უფლებამოსილების მოხსნას მხარი უმცირესობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მისცა.
ბეჟაშვილი გადაწყვეტილების მიზეზს ლოგიკურს უწოდებს.
მათ რეალური შესაძლებლობა არ მიეცემათ, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც შესაბამის დარგებს წაადგება. ვხედავთ, რომ სამთავრობო პოლიტიკა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის შეხედულებებს აშკარად აცდენილია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
გიგლა აგულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილება პარლამენტმა 104 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო თინა ხიდაშელთან დაკავშირებით – 105 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები