“როსბალტი” – კავკასიას სიწყნარე მხოლოდ ესიზმრება
რუსული გამოცემა „როსბალტი“ ანდრეი ნიკოლაევის სტატიას აქვეყნებს სათაურით: „კავკასიას სიწყნარე მხოლოდ ესიზმრება“. სტატიაში საუბარია სომხეთის პარლამენტის სპიკერის გალუსტ სააკიანის ამასწინანდელ შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ანატოლი ბიბილოვთან.
შეხვედრა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ეს რეგიონი სადავო ტერიტორიაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად მასზე კონტროლი ერევანმა დაამყარა. ეს შეხვედრა, შესაძლოა, არც გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ მის შესახებ ცხინვალის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ბიბილოვის ვიზიტს „სამუშაო“ უწოდეს.
ერევანმა, ისევე როგორც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. მისთვის ხომ ხელსაყრელი არ არის საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭება, რადგანაც მხოლოდ საქართველოს წყალობით სომხეთი სრულ სატრანსპორტო ბლოკადაში არ იმყოფება. აქ კი მხარეები არა მარტო „წამიერად“ შეხვდნენ ერთმანეთს, არამედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციაო წყაროების ცნობით, ბიბილოვი მთიან ყარაბაღში სომხეთის პარლამენტის სპიკერის მიწვევით იმყოფებოდა. გაუგებარია, თუ რატომ მიიწვია სააკიანმა საქართველოსთვის მტრული სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთ ლიდერი და მასთან „ორმხრივი უერთიერთობების აქტუალური საკითხები“ განიხილა.
ის, რომ შეხვედრა სტეპანაკერტში გაიმართა, ნიშნავს, რომ თავად სომხეთში ბიბილოვის გამოჩენა მიზანშეწონილი არ იყო. სრულიად გასაგებია, რომ საქართველომ სომხეთის ასეთ არამეგობრულ ნაბიჯს შესაბამისად უპასუხა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ძალზე შეშფოთებულია“ სომხეთის პრალემენტის სპიკერის შეხვედრით ცხინვალის რეგიონში მოქმედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
უწყებამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად მეგობრულ კავშირებს და აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი ახსნა – განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. მან სინანული გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ერევანი საქართველოს პოზიციის შესახებ დაუყოვნებლის იქნება ინფორმირებული“. ამაზე ისტორია არ დასრულებულა – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის სომეხ კოლეგას ოვიკ აბრამიანს დაურეკა. გასაგებია, რომ ისინი ამინდის შესახებ არ საუბრობდნენ – აბრამიანმა განაცხადა, რომ ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და სომხეთის პარლამენტის სპიკერთან მან პირადი საკითხები განიხილა. „შეხვედრაზე საქმიანი საკითხები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკა არ განხილულა“ – განაცხადა აბრამიანმა.
ასე, რომ ერევანი გამწვავებაზე არ წავიდა და ამ ისტორიის ჩაწყნარება გადაწყვიტა. მაგრამ აქ ისევ ბიბილოვი აყვირდა – მან განაცხადა, რომ „ვერავინ აუკრძალავს ხალხს შეხვედრებს და სომხების გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოხატვას“. ასევე, მისი თქმით, „ვერავინ შეძლებს სომხეთის და ოსეთის ერთობლივი ოსტორიის ფურცლების გადაშლას“.
ამაზე ინციდენტი შეიძლება ამოწურულიყო, რადგანაც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ შეხვედრის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ, მაგრამ ცეცხლი ნავთს სომხურმა ოპოზიციურმა გამომცებლობა Lragir-მა დაასხა.
მან დაწერა, რომ სომხეთს საერთოდ არა აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და ის დროდადრო ექცევა სკანდალებში ხან ყირიმთან, ხან სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ხან გაეროში კენჭისყრის დროს“, ვინაიდან ყოველთვის მოსკოვის დავალებებს ასრულებს. საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში „ჭექა-ქუხილის ღრუბლები“ აშშ-ში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტის წინ გაჩნდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ მას ვაშინგტონში აუცილებლად კითხავენ, თუ რატომ ხვდება სომხეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირი არაღიარებული საერთაშორისო სუბიექტის წარმომადგენელს და ამით საქართველოსთან ურთიერთობას ართულებს – ქვეყანასთან, რომელიც ღიად აცხადებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გადაწყვეტილების შესახებ..
Lragir ასევე ეჭვქვეშ აყენებს სააკიანის და ბიბილოვის შეხვედრის „დამოუკიდებლობას“ და არ გამორიცხავს, რომ ის პრეზიდენტ სარგსიანის სანქციით შედგა. „შესაძლოა, ეს მოსკოვმა მოითხოვა, რომელიც კავკასიის პოლიტიკაში აგრესიულობის გრადუსს სწევს და სომხეთისგან ამ პოლიტიკის უფრო აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. თანაც სამხრეთ ოსეთი ამ შეხვედრაზე ინფრომაციას მოსკოვთან შეუთანხმებლად ვერ გამოაქვეყნებდა. შესაძლოა, სარგსიანი აშშ-ში ვიზიტრის წინ მოსკოვის მიერ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა“, – წერს გამოცემა.
„ყარაბაღის შეხვედრის ანალიზის გაკეთების დროს, თბილისში ქართული დიპლომატიის სისუსტეზე საუბრობენ. ასე, მაგალითად, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ როდესაც სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, ეს ქართული დიპლომატიის სისუსტეზე მიუთითებს. ქართულ დიპლომატიას ცხინვალთან წვდომა არა აქვს, მაგრამ ერევანთან საუბარი მისთვის არავის აუკრძალებია. ქართულ დიპლომატიას არ შეუძლია ნორმალური ურთიერთობების აწყობა უახლოეს მეზობლებთანაც კი, რუსეთი რომ გვერდზე გადავდოთ, საქართველოს არა აქვს ნორმაური ურთიერთობა არც ერევანთან, არც ბაქოსთან. გამოდის, რომ საქართველოს ინტერესებს არავინ აქცევს ყურადღებას – არც რუსეთი, რომელმაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, არც აზერბაიჯანი, რომელიც სააკაშვილს მასპინძლობს, და არც სომხეთი, რომლისთვისაც, სხვათა შორის თბილისთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
საქართველოსთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მას რუსეთი არ შეეხოს და რომ აზერბაიჯანმა მასთან ხელსაყრელი ენერგეტიკული თანამშრომლობა განაგრძოს. რაც შეეხება სომხეთს, ის საქართველოსთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ საქართველო მას ანგარიშს უწევს, ვინაიდან იქ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი რუსული ბაზაა განთავსებული, რომელიც რეგიონისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ამასთანავე, რუსეთს შეუძლია სამხრეთ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. მისი ნაწილისთვის რუსეთიდან შემოგდებული სეპარატისტული იდეები საკმაოდ მიმზიდველია. ასე, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური ქარის ხშირი ცვლილების გამო საქართველოს მარტივი ცხოვრება არ ელოდება“, – წერს გამოცემა „როსბალტი“.