სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩვენებელ სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დააკვირდა და ქართული ქვედანაყოფების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მიზანს ბრიგადების შტაბების მართვისა და კონტროლის, ასევე ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და საბრძოლო ფუნქციების სინქრონიზირება წარმოადგენდა.
სწავლებაში IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების ბატალიონები იღებდნენ მონაწილეობას. სწავლების ხელმძღვანელობას და დაკვირვებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებდა. სწავლება „Agile Spirit 2015” და „დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ფაზაა. ქართველი სამხედროები სწავლებას ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფის -“CUBIC”-ის წარმომადგენლებთან ერთად ატარებდნენ.

10985302_982011891831553_6163383003497050958_n

10985894_982011705164905_3893157711170718335_n

11017519_982011695164906_7851646402445426780_n

11019416_982011708498238_6583303081079318547_n

11078151_982012058498203_7033546290411705057_n

11200598_982012118498197_4977155314385626144_n

11201631_982011791831563_1583320461115193823_n

11201886_982011541831588_4001503034571924537_n

11202952_982011921831550_8333797923866763264_n

11206049_982011788498230_415594358792901611_n

11228048_982011548498254_7838911281342649077_n

11238230_982011795164896_1137643526369875592_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები