დავით სერგეენკო “ნაციონალებს”: კლინიკები ლარ-ლარად ნულოვანი ვალდებულებებით ჩამოარიგეთ

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შუახევში ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს უპასუხა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში -2010 წელს კლინიკები ერთ ლარად, ნულოვანი ვალდებულებებით გასხვისდა და ამით ისარგებლა ახლა მმართველმა კომპანიამ.
“შუახევის შემთხვევას მინდა გამოვეხმაურო, ვიკავებდი თავს, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. შუახევის შემთხვევა გამოიწვია იმან, რომ არ ვიცი, რამდენად არიან აქ ის ადამიანები, მაგრამ 2010 წელს ლარ-ლარად ჩამოარიგეთ კლინიკები ნულოვანი ვალდებულებებით და ამით ისარგებლა ახლა მმართველმა კომპანიამ. საავადმყოფოში რომ მიიყვანენ ადამიანს, რეანომობილით კი არ უნდა გადაიყვანონ ბათუმში, არამედ ადგილზე უნდა მოახდინონ ამის უზრუნველყოფა… რეანომობილში არ ხდება დაჭრილების მკურნალობა, საავადმყოფოში მიიყვანეს, იმ საავადმყოფოში, რომელიც ლარად, ნულოვანი ვალდებულებით გადაეცით. მაშინ ერთადერთი გამონაკლისი იყო საჩხერის საავადმყოფო, რომელიც არ დაგითმეთ, ახლა 19 საავადმყოფო დავიბრუნეთ, რომ იგივე მდგომარეობა არ ყოფილიყო. რაღაცა საზღვარი აქვს ყველაფერს, ბატონებო და ქალბატონებო!”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები