ირაკლი ღარიბაშვილი: არც ოქროს საბადოსა და არც სხვა საწარმოში ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს

საყდრისის საბადოს ლიცენზია უფასოდ არ გადაცემულა, ლიცენზიაში გადახდილი იქნა თანხა – ასე უპასუხა უმცირესობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის წევრს, სერგო რატიანს კითხვაზე, თუ რატომ გადასცა მთავრობამ 400 მილიონიანი ოქროს საბადო “არემჯის” უფასოდ.
ამის შემდეგ კი პრემიერმა უმცირესობას მიმართა, რომ სპეკულაციები არ არის საჭირო.
“ძალიან კარგად იცით, რომ ბატონ ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს არც ოქროს საბადოში და არც რომელიმე სხვა საწარმოში. თქვენ ძალიან კარგად იცით რა პირობებით მოხდა ლიცენზიის გაგრძელება. ვგულისხმობ გაგრძელებას და არა გადაცემას. თქვენ დროს მოხდა ამ ლიცენზიის გაყიდვა. ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო იქ სამუშაოების განახლება, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება და კომპანიას მიეცა საშუალება, გაეგრძელებინა სამუშაოები. 3 ათასი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში და არსებობდა რეალური საფრთხე, რომ 3 ათასი ოჯახი დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები