პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, განკარგულება პარლამენტს უკვე ჩაბარდა. აღნიშნული განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა საქართველოს კონსტიუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იქნა მოწვეული. სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს 8 მაისის 13:00 საათიდან.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტმა მიმართა. ხვალ, 8 მაისს საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები