ტორნადოების სერიამ და ძლიერმა შტორმმა, რომელიც ოკლაჰომა-სიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს, ავტომობილები ამოაბრუნა. ტორნადოს დროს ადგილობრივი პარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომლებიც მოგვიანებით შესაბამისმა სამსახურებმა დაიჭირეს და უკან დააბრუნეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ადგილობრივი ტელეარხების ცნობით, ტორნადოს სიგრძე კილომტრნახევარს შეადგენდა.