ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, ბავშვებისთვის „კოკა-კოლას“ ქარხანაში ექსკურსია მოეწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის – ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით, დეპუტატის სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის „კოკა-კოლას“ ქარხანაში ექსკურსია მოეწყო. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვები, რომელთა უმეტესობა დიდუბის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან იყვნენ, გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმის პროცესს დაესწრნენ. ექსკურსიაში ასევე მონაწილეობდნენ დეპუტატის ინიციატივით რაიონში შექმნილი ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრები, რომელთა უმრავლესობაც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. სასმელის ჩამოსხმის პროცესს ბავშვებს და დეპუტატს „კოკა-კოლას“ ქარხნის წარმომადგენლები აცნობდნენ. ქარხნის დათვალიერების შემდეგ პატარებს საჩუქრად გამაგრილებელი სასმელი დაურიგდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები