საქართველოს რეგიონებში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მსვლელობა მოეწყობა

რეგიონებში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის რამდენიმედღიანი მსვლელობა მოეწყობა. როგორც ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის განსაკუთრებით გამორჩეულია სამი ხატი – მაცხოვრის, აწყურისა და ივერიის ღვთიმშობლის ხატები და ამ მსვლელობით აღდგება ხატებისადმი პატივისცემის მივიწყებული ტრადიცია.
„ქვეყანაში უნდა აღდგეს გამორჩეული პატივისცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატისადმი, როგორც ეს იყო საუკუნეთა მანძილზე. მარადჟამთა ავბედობის გამო დავივიწყეთ, რადგან იგი უფალმა ჩვენს შემწედ დაგვიდგინა“, – განაცხადა არქიდიაკონმა.
მისი თქმით, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მსვლელობა გონიოდან თბილისამდე 10 მაისს დაწყება და 17 მაისს მას სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვას ჩაატარებს და მრევლს დალოცავს. არქიმანდრიტის ინფორმაციით, 11 მაისს გონიოში წმინდა მოციქულ მატათას საფლავზე აღევლინება წირვა, 12 მაისს წირვა ჩატარდება ზემო აჭარაში, 13 მაისს კი – ახალციხეში აწყურის ღვთიმშობლის სახელობის ტაძარში.
14 მაისს ხატს ქართლში ჩააბრძანებენ, წირვა გაიმართება ბორჯომში, იმავე დღეს ხაშურში პარაკლისს გადაიხდიან. 15 მაისს კი წირვა ჩატარდება გორში. 16 მაისს, დილის 10:00 საათზე წირვა ჩატარდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათზე მცხეთიდან თბილისიკენ მოწეყობა ავტომობილებით მსვლელობა. თბილისის ვარდების მოედნიდან ფეხით მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიწყება 15:00 საათზე, სადაც 17:00 საათისთვის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაახლოებით ერთი თვის წინ იერუსალიმში მოსალოცად წააბრძანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები