„რუსული სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენას დამატებით საფრთხე არ შეუქმნია”

  რუსული სამხედრო ვერტმფრენის გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის დამატებით საფრთხე არ შეუქმნია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შეიარღებული ძალები სრულად აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის შესაბამისი სცენარი მზად არის. “2008 წლის შემდეგ დაახლოებით ათასამდე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადებული. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამით არაფერი არ შეცვლილა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სამხედრო ვერტმფრენი სოფლის თავზე საათზე მეტხანს დაფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები