არეულობა მოხდა თელ-ავივში, 10 ათასამდე ეთიოპელმა ებრაელმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყო. მათი უკმაყოფილება გამოიწვია რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ფაქტმა, როდესაც პოლიციამ ისრაელის არმიის სამხედრო, წარმოშობით ეთიოპელი სასტიკად ცემა.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 68 ადამიანი. 43 პირი კი დაკავებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეთიოპელი ებრაელის ცემის ფაქტის გამოძიების პირობა დადო.