ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს აფასებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საზოგადობა „20/30“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს ჯანასაღ პროცესად აფასებს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გადაცემა „კვირის 20/30“-ში ისაუბრა.
„ეს ნორმალური პროცესია. ზოგიერთი მინისტრი მიდის თავისი ნებით, ზოგიერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ერთ-ერთმა მათგანმა ყიფიანმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. მინისტრები საზოგადოებაზე ახდენდნენ რეაგირებას, მან საკუთარი გუნდის წევრებს გაუწია ანგარიში. ელემენტარული შეუთანხმებლობა მოუვიდა საკუთარი გუნდის წევრებთან და ამ მიზეზით გადადგა. ესეც ძალიან კულტურული მოვლენაა და ძალიან ღირსეული ნაბიჯია ჩვენი ახალი პოლიტიკის ისტორიაში. ჩვეულებრივი პროცესია. ცდილობენ, ამას დამატებითი აჟიოტაჟი შესძინონ. მე ვფიქრობ, მთავრობის განახლების ძალიან ჯანსაღი პროცესია“, – განაცხადა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები