ხათუნა სამნიძე: პრემიერი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება.
“მთავრობის დამტკიცების საკითხი განხილული არ ყოფილა, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება. პრემიერი ცვლილებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს”, – აღნიშნა სამნიძემ.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მთავრობის გეგმები, “იბიარდის” დელეგაციის ვიზიტი და სხვა საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები