გია ვოლსკი: მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იცვლება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში დამატებითი ცვლილებები არ იქნება. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლისტაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე მთავრობის შემადგენლობაზეც იმსჯელეს.
„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით საუბარს ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ. გადაწყვეტილება არ იცვლება, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. ზოგადად, გავიარეთ ეს თემა. სერიოზული საუბარი იყო საგარეო აქტივობებთან დაკავშირებით, მინისტრების მივლინენებისა და EBRD-ის კონფერენციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.
პრემიერმა პარლამენტსა და პრეზიდენტს მოუწოდა, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების პროცედურა მაქსიმალურად დაჩქარებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნული პროცედურა ერთი კვირის ვადით გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები