ბიძინა ივანიშვილი: პრემიერი და სამთავრობო გუნდი ეფექტურად მუშაობს

როდესაც პრემიერის შეფასების სურვილი გაქვთ უნდა შევაფასოთ არა ღარიბაშვილი პიროვნულად, არამედ მთავრობის მუშაობა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ მთავრობის მუშაობის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, სამთავრობო გუნდი ძალიან ეფექტურად მუშაობს. „როდესაც პრემიერის შეფასების სურვილი გაქვთ, უნდა შევაფასოთ არა ღარიბაშვილი პიროვნულად, არამედ მთავრობის მუშაობა მთლიანად, რადგან მთავრობის მეთაური გახლავთ პრემიერ-მინისტრი.
მე პოზიტიურად ვაფასებ ყოველთვის, თუ არ გჯერათ ჩემი და გუნდის წევრების შეფასების, უამრავი შეფასებები გამოვიდა და დაიდო საერთაშორისო ორგანიზაციების. ჩემი აზრიც იგევეა, რაც მათი და მათ გარეშეც კარგად ვიცი, რომ გუნდი ძალიან ეფექტურად მუშაობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები