„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება“

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება და შეცდომა იქნება, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა ამ გზით წავა“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
საყვარელიძის თქმით, არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ერთი პარტია საკმარის ხმებს ვერ მიიღებს და კოალიციური მთავრობა შეიქმნება.
„მე უფრო რთული პოლიტიკური მდგომარეობის შექმნას ველოდები. ვადამდელი არჩევნები მრავალპარტიულ პარლამენტს მოგვცემს, მაგრამ უნდა გავუწიოთ ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებას. დღეს მრავალპარტიული პარლამენტი, ისეთი, რომ ერთი პარტია გადაწყვეტილებას ვერ იღებდეს მეორე პარტიის გარეშე, მოგვცემს კოალიციურ მთავრობას. ჩვენ ახლო წარსულში გვქონდა გამოცდილება, როდესაც მმართველ გუნდში სხვა ძალა იყო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო პრეზიდენტი. ასეთი კოალიციური ტიპის მართვა სირთულეებს შექმნის და ქვეყნისთვის დამღუპველი აღმოჩნდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები