Freedom House: ყირიმის ანექსიის შემდეგ სიტყვის თავისუფლება იქ უარესია, ვიდრე სირიასა და ირანში

რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ყირიმში სიტყვის თავისუფლების დონე მკვეთრად გაუარესდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებაში. 100-ბალიანი სკალით, სადაც 100 ქულა ყველაზე უარესი შედეგია, ყირიმმა 94 ქულა მიიღო. ასე, მაგალითად, სირიამ და ირანმა 90 ქულა მიიღო, ხოლო რუსეთმა – 83.
Freedom House-ის ინფორმაციით, რუსეთის მასმედიამ უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის აუდიტორიის მომზადების საკითხში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ორგანიზაცია უკრაინაში სიტყვის თავისუფლების ინდექსსაც აფასებს და მის მკვეთრ გაუმჯობესებაზე საუბრობს. ის 63 ბალიდან 58 ბალამდე შეიცვალა. ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების დონე ამჟამად ყველაზე უარესია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები