გიორგი მარგველაშვილის ეგიდით მასშტაბური კონფერენცია გაიმართება

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ეგიდით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მასშტაბური კონფერენცია გაიმართება.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ პრეზიდენტსა და ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე მიიწვევენ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალასა და საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც.

„საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ პოლიტიკური პლურალიზმი პარლამენტში უკეთ იყოს უზრუნველყოფილი, ეს პრეზიდენტის პოზიციაა. ამასთან დაკავშირებით, მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს კონფერენციის გამართვას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების და პოლიტიკური მოთამაშეების კონსოლიდაციას მოემსახურება“, -განაცხადა დავით პატარაიამ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, საბოლოო პოზიციები შეჯერდება, თუმცა იმ პოზიციას, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები