საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სისხლის ჩაბარების აქცია მოაწყვეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სისხლის ჩაბარების აქცია მოაწყვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სისხლის ბანკს“ სისხლი უსასყიდლოდ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და სამხედრო პოლიციელებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო ჰოსპიტალის გადასცეს. აქცია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიების მიზანს სამხედრო ჰოსპიტალის მხარდაჭერა და პაციენტებისთვის საჭირო სისხლის სრულყოფილი მარაგის შექმნა წარმოადგენს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები