ლადო სადღობელაშვილი: როგორც ვირთხები, ისე გამოძვრნენ სოროებიდან „ნაცზონდერები“

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. სადღობელაშვილი აღნიშნული განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან და ზუგდიდში გამართულ აქციებს ეხმაურება.
„ჩვენო “ლიბერალო მოკავშირეებო”, როდესაც „თავისუფალი თაობის“ აქციებით აღშფოთდით, კვერცხის სროლის გამო ლამის ჯვარზე გაგვაკარით და“ნაცების“ ოფისის წინ გამართულ აქციებს კრიტიკით უყურებდით, ახლა რაღას იტყვით? ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ცოტა ხნით გავჩერდით და აი შედეგი – როგორც ვირთხები, ისე გამოძვრნენ სოროებიდან „ნაცზონდერები“ და ზონელი ექსტრემისტები, ყოველდღე აგრესიულ აქციებს მართავენ, ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში, წითელი ბარათებით დარბიან, შეტევას შეტევაზე ახორციელებენ, მთელი საზოგადოება თავდაცვით რეჟიმში გადაგვიყვანეს. მათი სითავხედე იქამდე მივიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სახლში უვარდებიან და შუშებს უმტვრევენ. როგორც ჩანს, ზოგიერთ “ჩუმ ნაციონალ” მთავრობის წევრს ყოველივე სიამოვნებს, ლუსტრაცია სახეზეა. დღეს ივანიშვილის სახლს ნაცზონდერი გაზრდელიანი ფანჯარას უმტვრევს და თუ ასეთი უმოქმედობა გაგრძელდა, შორს არაა ის დრო, როდესაც გაზრდელიანები, ბასიშვილები, უდესიანები, ახალაიები და სხვა კაციჭამიები მოლოტოვის კოქტეილებით გამოჩნდებიან თბილისის ქუჩებში,მერე კი გვიან იქნება, ძალიან გვიან იქნება! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა, ვინც „თავისუფალ თაობას“ ებრძვის, ცალსახად „ნაცების“ მოკავშირეა, მათ სახელებს კი მალე გაიგებთ”,-აცხადებს სადღობელაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ გაზდელიანმა შენობის მინა ჩაამსხვრია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ გაზდელიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და იგი საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები