ეკა ბესელიამ აქციის მონაწილეებს “იაფფასიანი ახალაიას მიერ დაქირავებული ადამიანები” უწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: ეკა ბესელიას და გია ვოლსკის ზუგდიდში ადგილობრივი მოსახლეობა ხმაურით შეხვდა. დეპუტატებს ხმაურიანი აქცია მოუწყვეს, სადაც აქციის მონაწილეებს შორის ანაკლიის მოსახლეობაც იმყოფებოდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, ისინი ეკა ბესელიას ამნისტიის კანონს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, სწორედ ამნისტიის კანონის მიღებამ განაპირობა ის, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა.
„ესენი არიან იმ იაფფასიანი ახალაიას მიერ დაქირავებული ადამიანები, რომელთა სისტემა ჩვენ დავამთავრეთ და დავამთავრეთ ერთხელ და სამუდამოდ. სამეგრელოში ეს ხალხი ვერასოდეს ვეღარ იბოგინებს. სამეგრელო იმსახურებს ღირსეულ და ადამიანურ მოპყრობას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
აქციის მონაწილეებს შორის ანაკლიის მოსახლეობაც იმყოფებოდა. ისინი მმართველი გუნდის წევრებისგან შეჩერებული პროექტების შესახებ ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში პარლამენტარებს – ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა ეკა ბესელიას თეთრი ბეწვის ჩექმა და წითელი ბარათები დაახვედრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები