თბილისში საავტორო უფლებების ევროპის კომიტეტის სხდომა ჩატარდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საავტორო უფლებების ევროპული კომიტეტის სხდომის გახსნას დაესწრო. ევროპულ კომიტეტს, რომელიც „ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის“ (CISAC) ეგიდით ტარდება, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პირველად მასპინძლობს.
CISAC საავტორო უფლებების ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც 1926 წელს დაარსდა და აერთიანებს 127 ქვეყნის 227 საავტორო უფლებების ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას.
მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტები ჩატარდა ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ვენა, ლისაბონი, ბუდაპეშტი და სხვა. ევროპული კომიტეტი არის ამ ორგანიზაციის ძირითადი ღონისძიება, რომელზეც ყოველწლიურად განიხილება საავტორო უფლებების სფეროს მიმდინარე გლობალური საკითხები. ღონისძიების თბილისში გამართვა ხაზს უსვამს საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს განვითარებას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. კომიტეტს 50-მდე ევროპული ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები