აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მონაწილეებთან შესახვედრად მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე გამოვიდა.
მან დეპუტატ კობა სუბელიანსა და მედიის წარმომადგენლებს მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრა შესთავაზა.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბავშვების უფლებების დაცვა მათი პრიორიტეტია, რასაც აქციაზე ხმაური მოჰყვა. მშობლების თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, შეიყვანონ თუ არა შვილები სკოლაში. გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ აქ არის ორი სხვადასხვა თემა – ერთია მშობლების, მეორე – წმინდა პოლიტიკური თემა. მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და დეპუტატ კობა სუბელიანს ჰკითხა, რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ, რაც პარლამენტმა მოქმედი კანონი მიიღო, რაზეც კობა სუბელიანმა უპასუხა, რომ ის იზიარებს ხუთწლიანებთან დაკავშირებულ მოსაზრებას, თუმცა აქ საუბარია ორ დღეზე. “ორ დღეზე ნუ გაჯიუტდებით. ჩემი რჩევა იქნება”, – უთხრა კობა სუბელიანმა გიორგი შარვაშიძეს.
საბოლოოდ, კობა სუბელიანი მინისტრთან შესახვედრად არ შევიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა აქცია გამართა. მონაწილეები იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვდნენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბერის ჩათვლით უსრულდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები