ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან. ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში. ქართველები ყოველთვის განებივრებული ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა. გულითადად ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები