გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მიუნხენში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვას დაესწრო, მოგვიანებით კი მიუნხენის ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა და სკოლის აღსაზრდელებს საბავშვო ლიტერატურა და სასკოლო თვალსაჩინოებები გადასცა საჩუქრად. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქართული ცეკვის ანსამბლის რეპეტიციასაც დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი გერმანიაში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი პირველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები