თინა ხიდაშელი მზად არის, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას შეხვდეს

დეპუტატი თინა ხიდაშელი მზად არის, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ხვალვე შეხვდეს, თუკი ამის სურვილი ექნება. თუმცა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია, რაც მან მედიით გაიგო, “ფანტასტიკის სფეროდანაა” .
“პარლამენტში ჩემი ამოცანა, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, არის ისიც, რომ ჩემს ქვეყანაში არცერთ ბიზნესმენს არავისგან, არასდროს, არანაირი პრობლემა არ შეექმნას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიზნესმენმა არჩილ ვეკუამ პრესკონფერენცია გამართა. ბიზნესმენმა შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს მოუწოდა, მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე ზეწოლისგან თავი შეიკავოს. ვეკუას ადვოკატების განმარტებით, ბეხლერი თურქ ბიზნესმენს მფარველობს, რომელსაც სასამართლომ არჩილ ვეკუას სასარგებლოდ 313 000 ლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები