„საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი სეულის სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს. რამდენადაც ცნობილია, პოტენციურ პარტნიორებს კოვზანაძე ფონდის მუშაობის პრინციპებს გააცნობს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებაც ისაუბრებს.
“ეს არის მაღალი დონის სამიტი, სადაც დელეგატები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო პროექტებს,”- განაცხადა კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ფონდისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით დაგეგმილია შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები