თინა ხიდაშელი ლატვიის ელჩთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შესაძლოა, ბალტიისპირეთ-სკანდინავიის ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში ჩაერთოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ლატვიის ელჩთან ელიტა გაველთან საუბრის შემდეგ განაცხადა. “საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ვიშეგრადის ფორმატში ჩაერთო.
ტალინში ყოფნისას მქონდა შესაძლებლობა ჩემს ბალტიისპირელ კოლეგებს გავსაუბრებოდი. გამოჩნდა შესაძლებლობა იმისა, ჩავერთოთ ბალტიისპირეთი-სკანდინავიის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში. ეს არის ფორმატი, როგორიც ვიშეგრადის ქვეყნებს აქვს. ამ სახელმწიფოებმა სულ ახლახან გაიარეს გზა, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივათ და არ უნდა აღმოვჩნეთ მდგომარეობაში, რომ ველოსიპედის გამოგონება დავიწყოთ”, – აცხადებს თინა ხიდაშელი. ელიტა გაველის გარდა, ხიდაშელი დღეს ევროკავშირის ელჩს იონაშ ჰერმანსაც შეხვდა. ორივე დიპლომატთან საუბრის ძირითადი თემა რიგის სამიტი იყო.
“ვისაუბრეთ მოლოდინებზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში, რა შეიძლება იყოს ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ ევროკავშირის მისიასთან საქართველოში ვითანამშრომლებთ, რათა მაქსიმალური წარმატება მივიღოთ”, – აცხადებს ხიდაშელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები