გურჯაანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, გასულ კვირას გურჯაანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა საქმის დეტალებზე შს მინისტრის მოადგილე არ საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის დასრულებამდე ინფომაციის გასაჯაროების უფლება მას არ აქვს.
“ვართ უფლებამოსილი, დავიწყოთ გამოძიება. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა და სისხლის სამართლის კოდექსიც ითვალისწინებს შესაბამისი ფაქტის მიმართ კვალიფიკაციას და, როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, დაიწყო ეს გამოძიება. მიმდინარეობს ეს პროცესი და, როგორც კი იქნება დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, საზოგადოება გაიგებს ამ გამოძიების შედეგების შესახებ. მე არ მაქვს უფლებამოსილება, გავაჟღერო საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, შესაბამისად, დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოებს, რის შემდეგაც მექნება უფლებამოსილება, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები