სამსახურებრივი პასპორტის მქონე ქართველი მოქალაქეები ჩილეში უვიზოდ იმოგზაურობენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამსახურებრივ პასპორტებს ფლობენ, ჩილეში უვიზოდ იმოგზაურებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განმარტებით, ჩილეს მხარემ ქართულ მხარეს “საქართველოს მთავრობასა და ჩილეს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ” შეთანხმების ძალაში შესასვლელად ოფიციალურად შეტყობინებით მიმართა.
აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2015 წლის პირველი მაისიდან შევა.
“ეს ითვალისწინებს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების ჩილეს რესპუბლიკაში უვიზოდ მგზავრობას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა “საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმებაზე”, – აღნიშნა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები