ჩილეში ვულკან კალბუკოს ამოფრქვევის შედეგების ლიკვიდაცია დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ჩილეში ვულკან კალბუკოს ამოფრქვევის შედეგების ლიკვიდაცია დაიწყო. ამ მიზნით კატასტროფის ადგილზე სამხედროები გააგზავნეს. 400-ზე მეტმა სამხედრომ ვულკანის სიახლოვეს მდებარე დასახლებული პუნქტები ვულკანური ფერფლისგან უნდა გაწმინდოს. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ვულკანის სიახლოვეს ნამდვილი უდაბნოა დარჩენილი, ვინაიდან ფერფლმა და პიროკლასტიკურმა მასებმა აქ ყველაფერი ამოწვა. ვულკან კალბუკოს ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კრატერიდან 20 კილომეტრის რადიუსიდან მოსახლეობა ევაკუირებული იყო. სულ საცხოვრებელი 6 ათასამდე ადამიანმა დატოვა. ამჟამად ვულკანის აქტიურობა შემცირებისკენ მიდის, თუმცა ჩილეს გეოლოგიური სამსახური ახალ ამოფრქვევებს არ გამორიცხავს.

11119176_10203832036552969_649680943_n

11128254_10203832036712973_481369001_n

11160526_10203832036472967_2097748050_n

11169139_10203832036952979_1375293735_n

11173586_10203832036632971_1758977480_n

11180221_10203832036352964_627249315_n

11185438_10203832036432966_386358916_n

11185660_10203832036272962_650420984_n

11186454_10203832036392965_557936252_n

11195380_10203832036592970_916355136_n

11195466_10203832036672972_2146864776_n

11196629_10203832036792975_658397437_o

11198638_10203832036872977_1624572732_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები