თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი, 11:00 საათზე დაიწყება და დახურულ რეჟიმში ჩატარდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენს, რის შემდეგაც სასამართლომ მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე უნდა იმსჯელოს. არ არის გამორიცხული, შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე დაინტერესებული პირებისთვის სხდომა გახსნილად გამოცხადდეს.
ე.წ. კაბელების საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები