"ბატონო პუტინ, დაანგრიეთ ეს კედელი"

  ყოფილი ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი დვანში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ევროკომისარი დვანში შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან – ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ჩავიდა.
“რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მე ვნახე ეს ადგილი, ერთი აზრი მომივიდა: გამახსენდა მომენტი, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი იმყოფებოდა ბერლინის კედელთან, მან თქვა: დაანგრიეთ ეს კედელი, მინდა მას დავესესხო და იგივე ფრაზა ვუთხრა ბატონ პუტინს! ეს არ არის ევროპული ფორმა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს კონტრუქციული დიალოგით. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აქ არსებული სიტუაცია 21-ე საუკუნის შესაბამისი არ არის”, – განაცხადა ფერჰოიგენმა ე.წ. საზღვართან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები