ბიძინა ივანიშვილი: ციხის კადრები არასდროს არ მინახავს

 საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ცნობილი “ციხის წამების” კადრები ნანახი არ აქვს. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია ითხოვდნენ, რომ ეს კადრები არ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის და თემაზე, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო საუბარი. „როდესაც ეს კადრები შესთავაზეს ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ დემონსტრაციულად მოითხოვეს არ ეყურებინათ ამ კადრებისთვის. თქვეს, რომ არ შეიძლება ამის ყურება. ითხოვდნენ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს თემა. ამბობდნენ, რომ სახეებზე ამოცნობა იყო შესაძლებელი და ამიტომ არ უნდა გვეჩვენებინა. მე არ მინახავს არასდროს ეს კადრები. არ დამაინტერესა უბრალოდ. ვინც ნახეს, იქ არავის სახის ამოცნობა არ იყო შესაძლებელი. ყველაფერი იყო ნორმალურად მომზადებული. ეს იყო ნორმალური პროცესი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები