ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ზე: ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს…

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კონკრეტულ პარტიასთან ასოცირებული ტელევიზიაა. ამის შესახებ ექსპრემიერმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა “20 30-ში” განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„თუკი „რუსთავი 2“ განაცხადებს, რომ ის არის პოლიტიკური პარტიის ტელევიზია, არავითარი პრობლემა არ არის, ოღონდ სიცრუეს თავი დაანებოს. შეგნებულად ნუ აკეთებს დისკრედიტაციას იმ ხელისუფლების, რომელიც მისსავე ქვეყანას ემსახურება და სიცრუეზე დაფუძნებული ნუ იქნება, ეს კიდევ არავითარ პრობლემას არ შექმნის თუ არ იქნება სიცრუის ტირაჟირება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს არსებობს“, – განცხადა ივანიშვილმა გადაცემა “20 30-ში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები