ქეთა ხარძიანი: ვუყურებდი ჩემ დას და ძმას და ისინი არ იყვნენ ანა და მიშკა ხარძიანები

 მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი ქეთა ხარძიანი იმ სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მისმა ნახევარძმამ მამის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მიხეილ ხარძიანი აღნიშნავს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა. როგორც გადაცემა “იმედის კვირაში” ქეთა ხარძიანმა აღნიშნა, ის რაც ნახევარძმისგან ტელევიზიით მოისმინა, მისთვის დაუჯერებელია. „ვუყურებდი ჩემ დას და ძმას და ისინი არ იყვნენ ანა და მიშკა ხარძიანები, ვისაც მე ვიცნობ. ისინი საუბრობდნენ იმ სიტყვებით და იმ ფორმით, რა ფორმითაც გია უდესიანი“, – განაცხადა ქეთა ხარძიანმა. მისივე განმარტებით, პატიმრობის პერიოდში მამამისის წამება სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლის გია უდესიანის დაკვეთით ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი პირველი ქორწინებიდან მიხეილ ხარძიანი მამის მკვლელობაში ხარძიანის მეორე მეუღლეს ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები