გუმბათის კონსტრუქციაში ბეტონის ბოლო ჩასხმით მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აგება დასრულდა,-მიმდინარე სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე შვილებთან ერთად მივიდა. მთავრობის მეთაური ტაძრის კარიბჭის მშენებლობას გაეცნო და მიმდებარე ტერიტორიაზე გასაშენებელ ზეთისხილის ბაღში შვილებთან-ნიკოლოზთან და ანდრიასთან ერთად, ზეთისხილის ხე დარგო. გუმბათის მშენებლობა დასრულდა.