უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის ცხედარს დღეს ჯერ ქაშუეთში დაასვენებენ, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინება. შემდეგ კი მუხათგვედრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი საქართველოში პარასკევს, გვიან ღამით ჩამოასვენეს. მის ცხედარს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს და უკრაინის საელჩოს, ასევე უკრაინაში გარდაცვლილი სხვა ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ასევე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები დახვდნენ.
გიორგი ჯანელიძე ბატალიონ „აზოვში“ ირიცხებოდა. ის სოფელ შიროკინოსთან შეტაკებების დროს 18 აპრილს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები