რიჩარდ ნორლანდი: საქართველო პატივს სცემს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და სურს ბიზნესის სწორად კეთება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განაცხადებით, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები 21-ე საუკუნის ეკონომიკის ხერხემალია, რის გამოც საქართველო პატივს სცემს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას და სურს ბიზნესის სწორად კეთება.
“სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ მიაღწია მრავალმილიონიან შეთანხმებას “მაიკროსოფტთან” მთავრობის მიერ გამოყენებული პროგრამების ლეგალურობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ძლიერი სიგნალი მსოფლიოსადმი, რომ საქართველო პატივის სცემს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და სურს ბიზნესის სწორად კეთება. ინვესტორებს, გამომგონებლებს და უცხოურ კომპანიებს იზიდავს ბაზრები, სადაც ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი იდეები და პროდუქტი იქნება დაცული. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში. საქპატენტის – საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე სხვების კოორდინირებული ძალისხმევა, დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, არის ნათელი სიგნალი კომპანიებისადმი, რომლებსაც სურთ საქართველოში ინვესტირება, რომ მათი ინვესტიცია არის გონივრული. ჩვენი მხრივ, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ბიზნესის სამართლის განვითარების პროგრამა და შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყება განაგრძობს იურისტებისა და მთავრობისთვის ტრენინგების ჩატარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში”, – განაცხდა ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები