ირაკლი შიოლაშვილი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში კრახი განიცადა

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ბრალდება, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმის, უსაფუძვლოა და ნიშანი იმისა, რომ პარტიამ გურჯაანის რაიონში კრახი განიცადა.
ირაკლი შიოლაშვილს მიაჩნია, რომ ოპონენტების გაღიზიანება იმ 119-მა გახსნილმა საწარმომ გამოიწვია, რომელთაგან 42 კახეთის რეგიონშია, კერძოდ, გურჯაანში კი – 10 საწარმო.
“კვირა” გუბერნატორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო დღეებში გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის იმის მცდელობა, რომ კახეთის რეგიონში 2 წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარე პროექტები გადაიფაროს. ჩვენი ოპენენტების გაღიზიანება გამოიწვია ქვეყნის მაშტაბით გახსნილმა 119-მა ახალმა საწარმომ, საიდანაც 42 კახეთის რეგიონშია, 10 – კი კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ათობით გაფართოვებულმა საწარმოებმა, წარმატებულად ჩატარებულმა რთველმა, ათასობით გაშენებულმა ვენახებმა, განახლებულმა გზებმა, ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა.
ყველა ის ბრალდება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების და პირადად ჩემი მისამართით ისმის, არის უსაფუძვლო და ნიშანი იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანში კრახი განიცადა. ტელეეთერებიდან ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორ არ უნდა მოექცეს დეპუტატი თავის ამომრჩეველს, იმ ხალხს, ვინც თავის დროზე გიორგი ღვინიაშვილს ნდობა გამოუცხადა და დეპუტატის მანდატი მისცა. მე როგორც მხარის გუბერნატორი ვდებ პირობას, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რეგიონში ყველა მოქალაქის გამოხატვის უფლება იქნება დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები